ზარზმა–გოდერძის გზა
ახალი ასფალტი ზარზმა–გოდერძის მონაკვეთზე, გოდერძის უღელტეხილზე, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის დამაკავშირებელ სამთო გზაზე.
მდებარეობა
სამცხე-ჯავახეთი · აჭარა
პერიოდი
2025 წლის აგვისტო–სექტემბერი
სამუშაო
ასფალტის საფარის მოწყობა
გოდერძის უღელტეხილზე გამავალი გზა აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს შორის პირდაპირი კავშირია. უღელტეხილი ზღვის დონიდან დაახლოებით 2 000 მეტრზე მდებარეობს, ზარზმის მხრიდან კი გზა მისკენ მაღალმთიან რელიეფზე ადის.
ამ მონაკვეთზე ახალი ასფალტის საფარი 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში დავაგეთ. ასეთ სიმაღლეზე სამუშაო სეზონი მოკლეა და ამინდი სწრაფად იცვლება, ამიტომ დაგება შემოდგომის სიცივემდე, მოკლე დროში უნდა მოესწროს.
უღელტეხილები საგზაო მშენებლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ობიექტებია. ვამაყობთ, რომ ეს მონაკვეთი ჩვენს ნამუშევრებშია.
ფოტოები