საგარეჯოს შემოვლითი გზა
ასფალტის საფარი საგარეჯოს ახალი შემოვლითი გზის ხიდებსა და მიერთებებზე, კახეთში.
მდებარეობა
კახეთი
პერიოდი
2024 წლის სექტემბერი – 2025 წლის იანვარი
სამუშაო
ასფალტის საფარის მოწყობა
საგარეჯოს შემოვლით გზას კახეთის მაგისტრალის სატრანზიტო მოძრაობა ქალაქის გვერდის ავლით გადაჰყავს. ამ პროექტში ჩვენი წილი ასფალტი იყო: შემოვლითი გზის ხიდების სავალი ნაწილი და ის მიერთებები, რომლებიც ახალ გზას არსებულ ქსელთან აკავშირებს.
ხიდები და მიერთებები მოკლე მონაკვეთებია, მაგრამ ყოველ ნაკერზე, კიდესა და გადასვლაზე ზუსტ მუშაობას მოითხოვს. სამუშაოების ძირითადი ნაწილი 2024 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში შესრულდა, დარჩენილი მონაკვეთები კი 2025 წლის იანვარში დასრულდა.
ფოტოები